პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, საბრძოლო შვეულმფრენის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში 9 ექსტრემისტი დაიღუპა. შაბათის ოპერაციის სამიზნეს კი ხაიბერ პახტუნყვის პროვინციის სოფელ ტალში არსებული მოიერიშეთა სამხედრო შტაბი წარმოადგენდა. კვირის დასაწყისში მოიერიშე თვითმფრინავმა სულ მცირე 35 ექსტრემისტი დახოცა თემურ ორაკზაის რეგიონში. სამხედრო ოპერაციები მოჰყვა მოლაპარაკებების ჩაშლას პაკისტანის ხელისუფლებას და ადგილობრივი თალიბანის ლიდერებს შორის.