კვირას, 23 თებერვალს, ზუსტად 70 წელი სრულდება, რაც, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, იოსებ სტალინის განკარგულებით, ვაინახური მოდგმის ხალხები - ჩეჩნები, ასევე ინგუშები და საქართველოში მცხოვრები მათი მონათესავე ქისტები - შუა აზიაში გაასახლეს. ოპერაცია „ჩეჩევიცა“ - „ოსპი“ - გულისხმობდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევარი მილიონი ადამიანის დეპორტაციას - დასჯას ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის. ჩეჩენ ქალს, მუხაჟარ ჯაბრაილოვას, კარგად ახსოვს 1944 წლის 23 თებერვალი, როცა მათ სოფელს, ზანდაკს, სამხედრო მანქანების კოლონა მიუახლოვდა. რეგიონი მაშინ ჩეჩენ-ინგუშთა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იწოდებოდა. მუხაჟარი, რომელიც მაშინ 13 წლისა იყო, იხსენებს:
„დედაჩემი გაჩერდა, გზის პირას ჩამოჯდა და მოთქმა დაიწყო, ცრემლებად დაიღვარა. მე ვკითხე, რატომ ტირი-მეთქი. მიპასუხა: ეს მანქანები ჩვენი ხალხის, ჩვენ შორს წასაყვანად მოვიდაო“.
როცა ღამით ჯარისკაცებმა მათ კარზეც დააკანუნეს და გამოუცხადეს, ბარგი შეკარით, ხვალ მიდიხართო, ჯაბრაილოვა მიხვდა, რომ დედის ნათქვამი საშინელი რეალობა იყო. იმავე ღამით სოფელში ყველა კარზე დააკაკუნეს და მთელ სოფელს უბრძანეს აყრილიყვნენ. ასე, თანდათანობით, არა მხოლოდ ზანდაკიდან, არამედ ჩეჩენ-ინგუშეთის ყველა სოფლიდან და საქართველოს ქისტებით დასახლებული ადგილებიდან ხალხი გაასახლეს. ვაინახები - ძველად ქართულად დურძუკებად წოდებული ხალხები -საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით ვერ დაიკვეხნიდნენ. მართალია, მათი დიდი ნაწილი საბჭოთა არმიაში ირიცხებოდა და, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, სამამულო ომში იყო ჩართული, მაინც ფართოდ იყო გავრცელებული მათი მხრიდან დეზერტირობა, საბჭოთა ხელისუფლების სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება.
ფაქტი ერთია: ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების მიმართ ბრალდების ნიადაგზე, ვაინახების მთელი მოდგმა გადაასახლეს. გარდა იმისა, რომ გზაში ჩვილები და მოხუცები, ასევე ავადმყოფები დაიხოცნენ, საბჭოთა არმიის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამოც არაერთი დაიღუპა. მაგრამ ხშირად არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევა იყო სროლის მიზეზი, სრულიად უდანაშაულო ქალებისა და არასრულწლოვანების მიმართაც იოლად მოიხმარდნენ დამსჯელები იარაღს. ჯაბრაილოვას ოთხი ნათესავი - დეიდა, ბიძა და ორი დეიდაშვილი - ჯარიკაცებმა მოკლეს. დეიდაშვილებს ესროლეს, როცა ისინი ჯაბრაილოვას სახლში მივიდნენ მათი დედისგან ნათხოვარი საყურეების უკან დასაბრუნებლად:
„ჩემი დეიდაშვილები იქ არიან დასაფლავებული. ისინი მიწაზე დააწვინეს და მხოლოდ მიწა მიაყარეს, უბრალოდ. პატარა ბორცვია დღემდე იქ. როცა მათმა მამამ ეს დაინახა, იქით გაქანდა და მასაც ესროლეს, იქვე მოკლეს და შვილებთან ერთად მიაყარეს მიწა“, ჰყვება ჯაბრაილოვა, რომელიც სხვებთან ერთად სატვირთო ვაგონებით ყაზახეთში გაგზავნეს, ნაწილი კი ყირგიზეთსა და ციმბირში გადაასახლეს.
გადასახლებულთა შორის იყვნენ საქართველოში მცხოვრები ვაინახური მოდგმის ქისტები. ქართველმა პოეტმა გაბრიელ ჯაბუშანურმა არაერთი ლექსი მიუძღვნა ხევსურთა მეზობლების ტრაგედიას. ერთ-ერთი ლექსი-პოემა გვიამბობს ორ ძაღლზე, რომლებიც ქისტების მიტოვებულ აულს, მათ სახლ-კარს ყარაულობენ:
...როს მოგეახლე ახალ სამყოფელს, -
მთებიდან დევნილ ქისტების აულს, -
თან მოვიტანე სევდა სამყოფი
განშორებულმა ცხოვრების ხმაურს, -
მაშინ აქ დამხვდა ძაღლი ორივე
და თითქოს მთხოვდნენ ადგილის ურვათს, -
მიღრენდნენ, ხმაში ცოფის მორევით
და ობოლ აულს უვლიდნენ ურვით...
ღამით უყეფდნენ უკუნს გატრუნულს,
არ შორდებოდნენ მიდამოს სახლის
და გააბამდნენ:
„-სად ხარ, პატრონო?!!“ –
ძაღლნი ძაღლური ძახილით ძახილს...
დღისით ნაწყენნი იწვნენ მოწყენით,
მდურვით უმზერდნენ ცას უმიზეზოს;
ზოგჯერ ერთმანეთს გლეჯდნენ უწყალოდ
თუ დალახავდნენ ერთურთის ეზოს.
შორით მივლიდნენ უცხოს უკადრნი,
არ მენდობოდნენ ძაღლური ნდობით
და ეშინოდათ თოფის მეტადრე,
რადგან პატრონი განდევნეს თოფით...
ზემოთ ითქვა, რომ ვაინახები საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდნენ და მათი რიცხვი სოლიდური იყო - 40 ათასს აღწევდა. არც ისინი დაინდეს. სალმან დუდაევი სტალინგრადთან სანგარში იმყოფებოდა, როცა
გამოუცხადეს, რომ ნაცისტებისათვის დახმარების გამო უნდა გადაესახლებინათ. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სახლიდან 13 წლისა გაიქცა, რათა საბჭოთა არმიის რიგებში გაერთიანებულიყო, გაშეშდა, როცა ბრძანება მოისმინა. მისი მეთაური, როგორც დუდაევი იხსენებს, ასევე შეწუხებული იყო ამ ამბით:
„თვალები ცრემლებით აევსო. ჩემთან მოვიდა, გადამეხვია და მითხრა, შვილო, ძალიან მიჭირდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ ვეღარ დაგიმალავ. ჩეჩნები დაბადებით მეომრები არიან, კარგად იბრძვიან. მე მართლა ვწუხვარ, მაგრამ ბრძანებას გვერდს ვერ ავუვლიო“.
დუდაევი დემობილიზებულ იქნა და ყაზახეთში, ლენინოგორსკში გადაასახლეს, ჩინეთის საზღვართან. ის გადაურჩა 27 დღიან მგზავრობას და შიმშილს, რასაც მისმა ათეულ ათასობით თანამემამულემ ვერ გაუძლო. ჩეჩნები ამ ტრაგედიას „აარდახს“ – „გამოსვლას“ -უწოდებენ. ექვსი თვის განმავლობაში უშედეგო ძებნის შემდეგ, თუმცა ეს ვაინახებს ეკრძალებოდათ და ამისათვის 25 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მან ყირგიზეთში თავისი ნათესავები იპოვა. ოჯახის წევრებს ყაზახეთში მიაგნო ჯაბრაილოვამაც, თუმცა ბევრი დაეხოცა. მის ძმას, როცა დედას ბარგის გადატანაში ეხმარებოდა, მატარებელმა გადაუარა. გზა საშინელ მოგონებებს უკავშირდება, გადასახლებაგამოვლილი ჩეჩენი მოხუცი ქალი იხსენებს:
„არც წყალი გვქონდა, არც საჭმელი. თან რაც წავიღეთ, დიდხანს იმას მოვიხმარდით. დედაჩემი ვაგონიდან ჩადიოდა ხოლმე და ჯამით თოვლი ამოჰქონდა, იმას ადნობდა და გვასმევდა“.
ბევრი გზაში დაიხოცა, ბევრმა ყაზახეთში ჩააღწია, მაგრამ იქ შიმშილმა მოუღო ბოლო. ჯაბრაილოვას მამა, შემდეგ ორი ძმა და დედა, ასევე ორი და - ყაზახეთში დაიხოცნენ მალევე.
ასეთი იყო ოპერაცია „ოსპი“, რომლის დროსაც 180 ეშელონით ნახევარი მილიონი ადამიანი გადაასახლეს. 1957 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, ვაინახების რეაბილიტაცია მოხდა და ისინი კვლავ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დააბრუნეს.
„დედაჩემი გაჩერდა, გზის პირას ჩამოჯდა და მოთქმა დაიწყო, ცრემლებად დაიღვარა. მე ვკითხე, რატომ ტირი-მეთქი. მიპასუხა: ეს მანქანები ჩვენი ხალხის, ჩვენ შორს წასაყვანად მოვიდაო“.
როცა ღამით ჯარისკაცებმა მათ კარზეც დააკანუნეს და გამოუცხადეს, ბარგი შეკარით, ხვალ მიდიხართო, ჯაბრაილოვა მიხვდა, რომ დედის ნათქვამი საშინელი რეალობა იყო. იმავე ღამით სოფელში ყველა კარზე დააკაკუნეს და მთელ სოფელს უბრძანეს აყრილიყვნენ. ასე, თანდათანობით, არა მხოლოდ ზანდაკიდან, არამედ ჩეჩენ-ინგუშეთის ყველა სოფლიდან და საქართველოს ქისტებით დასახლებული ადგილებიდან ხალხი გაასახლეს. ვაინახები - ძველად ქართულად დურძუკებად წოდებული ხალხები -საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით ვერ დაიკვეხნიდნენ. მართალია, მათი დიდი ნაწილი საბჭოთა არმიაში ირიცხებოდა და, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, სამამულო ომში იყო ჩართული, მაინც ფართოდ იყო გავრცელებული მათი მხრიდან დეზერტირობა, საბჭოთა ხელისუფლების სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება.
ჩემი დეიდაშვილები იქ არიან დასაფლავებული. ისინი მიწაზე დააწვინეს და მხოლოდ მიწა მიაყარეს, უბრალოდ. პატარა ბორცვია დღემდე იქ. როცა მათმა მამამ ეს დაინახა, იქით გაქანდა და მასაც ესროლეს...მუხაჟარ ჯაბრაილოვა
„ჩემი დეიდაშვილები იქ არიან დასაფლავებული. ისინი მიწაზე დააწვინეს და მხოლოდ მიწა მიაყარეს, უბრალოდ. პატარა ბორცვია დღემდე იქ. როცა მათმა მამამ ეს დაინახა, იქით გაქანდა და მასაც ესროლეს, იქვე მოკლეს და შვილებთან ერთად მიაყარეს მიწა“, ჰყვება ჯაბრაილოვა, რომელიც სხვებთან ერთად სატვირთო ვაგონებით ყაზახეთში გაგზავნეს, ნაწილი კი ყირგიზეთსა და ციმბირში გადაასახლეს.
გადასახლებულთა შორის იყვნენ საქართველოში მცხოვრები ვაინახური მოდგმის ქისტები. ქართველმა პოეტმა გაბრიელ ჯაბუშანურმა არაერთი ლექსი მიუძღვნა ხევსურთა მეზობლების ტრაგედიას. ერთ-ერთი ლექსი-პოემა გვიამბობს ორ ძაღლზე, რომლებიც ქისტების მიტოვებულ აულს, მათ სახლ-კარს ყარაულობენ:
...როს მოგეახლე ახალ სამყოფელს, -
მთებიდან დევნილ ქისტების აულს, -
თან მოვიტანე სევდა სამყოფი
განშორებულმა ცხოვრების ხმაურს, -
მაშინ აქ დამხვდა ძაღლი ორივე
და თითქოს მთხოვდნენ ადგილის ურვათს, -
მიღრენდნენ, ხმაში ცოფის მორევით
და ობოლ აულს უვლიდნენ ურვით...
ღამით უყეფდნენ უკუნს გატრუნულს,
არ შორდებოდნენ მიდამოს სახლის
და გააბამდნენ:
„-სად ხარ, პატრონო?!!“ –
ძაღლნი ძაღლური ძახილით ძახილს...
დღისით ნაწყენნი იწვნენ მოწყენით,
მდურვით უმზერდნენ ცას უმიზეზოს;
ზოგჯერ ერთმანეთს გლეჯდნენ უწყალოდ
თუ დალახავდნენ ერთურთის ეზოს.
შორით მივლიდნენ უცხოს უკადრნი,
არ მენდობოდნენ ძაღლური ნდობით
და ეშინოდათ თოფის მეტადრე,
რადგან პატრონი განდევნეს თოფით...
ზემოთ ითქვა, რომ ვაინახები საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდნენ და მათი რიცხვი სოლიდური იყო - 40 ათასს აღწევდა. არც ისინი დაინდეს. სალმან დუდაევი სტალინგრადთან სანგარში იმყოფებოდა, როცა
გამოუცხადეს, რომ ნაცისტებისათვის დახმარების გამო უნდა გადაესახლებინათ. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სახლიდან 13 წლისა გაიქცა, რათა საბჭოთა არმიის რიგებში გაერთიანებულიყო, გაშეშდა, როცა ბრძანება მოისმინა. მისი მეთაური, როგორც დუდაევი იხსენებს, ასევე შეწუხებული იყო ამ ამბით:
არც წყალი გვქონდა, არც საჭმელი. თან რაც წავიღეთ, დიდხანს იმას მოვიხმარდით. დედაჩემი ვაგონიდან ჩადიოდა ხოლმე და ჯამით თოვლი ამოჰქონდა, იმას ადნობდა და გვასმევდა...მუხაჟარ ჯაბრაილოვა