აფხაზური ენის იურიდიული სტატუსი განსაზღვრულია როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის თვითაღიარებული რუსპუბლიკის კონსტიტუციით. სახელმწიფო მოხელეებს აფხაზური ენის ცოდნას ავალდებულებს კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელიც სოხუმში მოქმედმა პარლამენტმა 2007 წელს მიიღო, თუმცა, ამგვარი იურიდიული გარანტიების მიუხედავად, აფხაზური ენის მცოდნეთა რიცხვი წლიდან წლამდე არ იზრდება. რა კეთდება აფხაზური ენის გადასარჩენად როგორც აფხაზეთში, ასევე დანარჩენ საქართველოში?
„სოხუმელი მოსწავლე ლექსს მშობლიურ, აფხაზურ ენაზე დიმიტრი გულიას 140 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე კითხულობს“ - ასეთია ფრაგმენტი აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიკომპანიის ეთერით გადაცემული სიუჟეტისა. სწორედ ამ ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე დაყრდნობით, ქართულმა მედიამ გაავრცელა ცნობა აფხაზეთში აფხაზური ენის სავალალო მდგომარეობის შესახებ:
„აფხაზეთში ერთადერთი საბავშვო ბაღი მოქმედებს, რომელშიც ჯერ კიდევ მოიპოვება აფხაზურენოვანი წიგნები, მოსახლეობა კი ძირითადად რუსულად საუბრობს და განათლებასაც რუსულ ენაზე იღებს“.
აფხაზეთში აფხაზური ენის პრობლემებს კარგად იცნობს პროფესორი გიორგი ანჩაბაძე, რომელიც თექვსმეტი წელია ლექციებს კითხულობს სოხუმის უნივერსიტეტში. გიორგი ანჩაბაძე ამბობს, რომ, აფხაზური ენის ცოდნისა და გავრცელების მხრივ, პრობლემები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა. აფხაზური პირველ ენად ვერც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქცა, თუმცა, გიორგი ანჩაბაძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვითარება გაუარესდა.
„საბჭოთა პერიოდში, როცა შეიქმნა სოხუმის უნივერსიტეტში აფხაზური სექტორი, მახსოვს (მაშინ მამაჩემი იყო რექტორი), პრობლემა იყო აფხაზურ სექტორში ლექციების აფხაზურ ენაზე წაკითხვა, რადგანაც დამხმარე ლიტერატურა აფხაზურ ენაზე არ არსებობდა. ახლა ჩემი სტუდენტებიდან ბევრმა (ალბათ, უმრავლესობამ) იცის აფხაზური ენა, მაგრამ რუსულ ენაზე ვკითხულობ ლექციებს... ცოტა წინსვლა მოხდა ენის განმტკიცებისა და მისი პოზიციის თვალსაზრისით, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, მაგრამ რაოდენობრივი ზრდა თვისებრივში არ გადასულა“, უთხრა გიორგი ანჩაბაძემ რადიო თავისუფლებას.
გიორგი ანჩაბაძის თქმით, აფხაზური ენის მოხმარება თვალშისაცემად გაიზარდა სოხუმში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა დემოგრაფიული და, შესაბამისად, ლინგვისტური სურათი:
„ადრე აფხაზების ხვედრითი წილი სოხუმში 12% იყო, ახლა ნახევარზე მეტია, მაგრამ სახელმწიფო-სამთავრობო დონეზე პირველი ენა მაინც რუსულია. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენად ითვლება აფხაზური ენა, მაგრამ რეალურად რუსული უფრო გამოყენებადია, რადგანაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მათ შორის, ქალაქად მცხოვრები აფხაზებისამ, აფხაზური არ იცის“.
თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებული უკანასკნელი აღრიცხვის მიხედვით, აფხაზეთში 241 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ნახევარზე მეტი -122 ათასი - აფხაზია, 2007 წელს მიღებული „კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“ კი სახელმწიფო მოხელეებს აფხაზური ენის ცოდნას ავალდებულებს, თუმცა, როგორც სოხუმელმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას „ეხო კავკაზას“ განუცხადა, კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2015 წლისთვის, გადაიდო. რა არის ამის მიზეზი?
„ალბათ, მთავარი მიზეზი ისაა, რომ აფხაზური, მართლაც, ძალიან რთული ენაა და შეუძლებელია მისი შესწავლა ერთი ხელის მოსმით. მეორე მხრივ, პრობლემა ისაა, რომ კანონი 2007 წელს მიიღეს საზოგადოების, ინტელიგენციის ზეწოლით და დეპუტატები, სახელმწიფოს ხელმძღვანელები ამას სერიოზულად არ მოეკიდნენ - იფიქრეს, რომ 2014 წელი უცბად არ დადგება და ყველაფერი სამომავლოდ გადადეს. მართალია, მნიშვნელოვანი სახსრები გამოიყო, მაგრამ არანაირი სერიოზული კონცეფცია კანონის ცხოვრებაში გასატარებლად არ შექმნილა“.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის 1994 წლის 26 ნოემბრის კონსტიტუციითაც აფხაზური გამოცხადებულია სახელმწიფო ენად. აფხაზური ენის დაცვა ასევე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლით, რომლის თანახმადაც, “საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური”. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, აფხაზურ ენასა და აფხაზებზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს იურიდიული ვალდებულებაა. შემთხვევით არ არის, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მაღალ დონეზე დგას აფხაზური ენის კვლევისა და შესწავლის საქმე:
„ეს მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, კულტურის, მეცნიერებისა და კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისითაც, მაგრამ დიდადმნიშვნელოვანია წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. ეს არის უნიკალური ენა, რომელიც არსებობს დე იურე ჩვენს ტერიტორიაზე. იმედია, ეს მდგომარეობა შეიცვლება, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური ასპექტია ამ თემისა. ასე რომ, უნიკალური ხალხის უნიკალურ ენას აუცილებლად გადარჩენა სჭირდება. ამ კუთხით უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს“.
აფხაზურ ენას საქართველოში, ქართველებთან ერთად, ეთნიკური აფხაზებიც სწავლობენ, მაგალითად, აჭარაში, სადაც აფხაზი მუჰაჯირების 1500-მდე შთამომავალი ცხოვრობს.
აფხაზური ენის აკადემიური კურსი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1933 წლიდან იკითხება. პროფესორ ნანა მაჭავარიანის თქმით, ივანე ჯავახიშვილი ქართული ენის კვლევისათვის აუცილებელად მიიჩნევდა სხვა კავკასიური ენების მონაცემთა გათვალისწინებას. ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის სურვილი იყო აფხაზური ენის ცნობილი მკვლევრის, პეტრე ჭარაიას მოწვევა.
„მაგრამ, სამწუხაროდ, პეტრე ჭარაია ადრე გარდაიცვალა. ამის გამო ივ. ჯავახიშვილმა მოიწვია აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი დიმიტრი გულია, რომელიც ორი წლის განმავლობაში კითხულობდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის შემდეგ აფხაზური ენის კურსს უძღვებოდა სიმონ ჯანაშია, ხოლო 1937 წლიდან, თითქმის მე-20 საუკუნის ბოლომდე, აფხაზური ენის უცვლელი ლექტორი გახლდათ აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე. კავკასიურ ენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შესწავლილი ენა არის აფხაზური და ეს არის ქალბატონ ქეთევანის უდიდესი დამსახურება“, უთხრა ნანა მაჭავარიანმა რადიო თავისუფლებას.
ამჟამად ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც კავკასიური ენების კათედრის ბაზაზე შეიქმნა, აფხაზურ ენას თავად ნანა მაჭავარიანი ასწავლის. საქართველოში აფხაზურ ენას იკვლევს და ასწავლის ცნობილი ენათმეცნიერი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარების ოპტიმალური გზა შეიმუშავა. მეცნიერის აზრით, სანამ აფხაზეთში აფხაზური სკოლა არ გახდება მთლიანად აფხაზური, პირველი კლასიდან ბოლო კლასამდე, სანამ ამას არ დაემატება მთლიანად აფხაზურენოვანი საუნივერსიტეტო განათლება, მანამ აფხაზური ენა იქნება გაქრობის საფრთხის წინაშე. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, აფხაზურად უნდა ითარგმნებოდეს საქართველოს მთელი კანონმდებლობა, პარლამენტისა და მთავრობების დადგენილებები. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის შექმნასა და დაფინანსებაზე. ის, რომ უნივერსიტეტებში რამდენიმე ერთეული სტუდენტი ეუფლება აფხაზური ენის სპეციალობას, ხოლო რამდენიმე ათეული სტუდენტი გადის აფხაზური ენის ერთსემესტრიან კურსს, ცნობილი ენათმეცნიერის აზრით, საკმარისი არ არის.
„სოხუმელი მოსწავლე ლექსს მშობლიურ, აფხაზურ ენაზე დიმიტრი გულიას 140 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე კითხულობს“ - ასეთია ფრაგმენტი აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიკომპანიის ეთერით გადაცემული სიუჟეტისა. სწორედ ამ ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე დაყრდნობით, ქართულმა მედიამ გაავრცელა ცნობა აფხაზეთში აფხაზური ენის სავალალო მდგომარეობის შესახებ:
„აფხაზეთში ერთადერთი საბავშვო ბაღი მოქმედებს, რომელშიც ჯერ კიდევ მოიპოვება აფხაზურენოვანი წიგნები, მოსახლეობა კი ძირითადად რუსულად საუბრობს და განათლებასაც რუსულ ენაზე იღებს“.
აფხაზეთში აფხაზური ენის პრობლემებს კარგად იცნობს პროფესორი გიორგი ანჩაბაძე, რომელიც თექვსმეტი წელია ლექციებს კითხულობს სოხუმის უნივერსიტეტში. გიორგი ანჩაბაძე ამბობს, რომ, აფხაზური ენის ცოდნისა და გავრცელების მხრივ, პრობლემები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა. აფხაზური პირველ ენად ვერც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქცა, თუმცა, გიორგი ანჩაბაძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვითარება გაუარესდა.
ადრე აფხაზების ხვედრითი წილი სოხუმში 12% იყო, ახლა ნახევარზე მეტია, მაგრამ სახელმწიფო-სამთავრობო დონეზე პირველი ენა მაინც რუსულია. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენად ითვლება აფხაზური ენა, მაგრამ რეალურად რუსული უფრო გამოყენებადია...გიორგი ანჩაბაძე
გიორგი ანჩაბაძის თქმით, აფხაზური ენის მოხმარება თვალშისაცემად გაიზარდა სოხუმში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა დემოგრაფიული და, შესაბამისად, ლინგვისტური სურათი:
„ადრე აფხაზების ხვედრითი წილი სოხუმში 12% იყო, ახლა ნახევარზე მეტია, მაგრამ სახელმწიფო-სამთავრობო დონეზე პირველი ენა მაინც რუსულია. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენად ითვლება აფხაზური ენა, მაგრამ რეალურად რუსული უფრო გამოყენებადია, რადგანაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მათ შორის, ქალაქად მცხოვრები აფხაზებისამ, აფხაზური არ იცის“.
„ალბათ, მთავარი მიზეზი ისაა, რომ აფხაზური, მართლაც, ძალიან რთული ენაა და შეუძლებელია მისი შესწავლა ერთი ხელის მოსმით. მეორე მხრივ, პრობლემა ისაა, რომ კანონი 2007 წელს მიიღეს საზოგადოების, ინტელიგენციის ზეწოლით და დეპუტატები, სახელმწიფოს ხელმძღვანელები ამას სერიოზულად არ მოეკიდნენ - იფიქრეს, რომ 2014 წელი უცბად არ დადგება და ყველაფერი სამომავლოდ გადადეს. მართალია, მნიშვნელოვანი სახსრები გამოიყო, მაგრამ არანაირი სერიოზული კონცეფცია კანონის ცხოვრებაში გასატარებლად არ შექმნილა“.
ეს მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, კულტურის, მეცნიერებისა და კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისითაც, მაგრამ დიდადმნიშვნელოვანია წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. ეს არის უნიკალური ენა, რომელიც არსებობს დე იურე ჩვენს ტერიტორიაზე...გიორგი ვოლსკი