21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე პირველი მოხსენებით წარდგა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 45 წუთიან გამოსვლაში მარგველაშვილმა გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა, ილაპარაკა ქვეყნის საგარეო კურსსა და ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე. გამოაცხადა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც - 15 ივნისი. პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში რამდენიმესაათიანი დებატებით გაგრძელდა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი 45 წუთიანი გამოსვლა პარლამენტში 21 თებერვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი გამოხმაურებით დაიწყო და თქვა, რომ უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ და გადავიდა ზღვარს, რაც ნებისმიერი ხელისუფალისთვის დაუშვებელია:
„უკრაინის ხელისუფლებას ყველა ღონე უნდა ეხმარა იმისათვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთისათვის“.
შესავლის შემდეგ კი მარგველაშვილმა პარლამენტარებს საკუთარი ხედვა გააცნო, თუ სად დგას დღეს საქართველო და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა მომავალში. მისი სიტყვებით, ქართული სახელმწიფოს შენება ჩვენი კულტურის თვითმყოფადობას უნდა ეფუძნებოდეს, ქართველი კი თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ნაწილიაო, განაცხადა მარგევლაშვილმა.
შემდეგ პრეზიდენტმა, მისი შეფასებით, ის პოზიტიური ცვლილებები მიმოხილა, რომლებიც 2013 წელს სხვადასხვა სფეროში განხორციელდა. ითქვა, რომ მოხდა სახელმწიფო სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, თვისებრივად შეიცვალა ციხეებში პატიმართა მიმართ დამოკიდებულება, შეიცვალა ასევე დამოკიდებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ, 2013 წელს დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები.
ამ მიღწევების პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა შენიშნა, ეს პოზიტიური ცვლილებები არ ნიშნავს, რომ გამოწვევები აღარ არსებობსო, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროში, როგორიც ადამიანის უფლებების დაცვაა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თვითმმართველობის მნიშვნელობასაც, პარლამენტის მიერ თვითმმართველობის კოდექსის დამტკიცებასაც მიესალმა. მარგველაშვილმა დაასახელა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღიც - 15 ივნისი და განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები უკეთესად უნდა ჩატარდეს, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
პრეზიდენტმა პარლამენტარების წინაშე ხელისუფლების სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა. მან თქვა, რომ ხელისუფლება ამ მხრივაც ბევრს ეცადა და ამის დასტურად სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და საყოველთაო დაზღვევავ მოიშველია.
მარგველაშვილი შეეხო ეკონომიკის საკითხსაც. მან თქვა, რომ ბიზნესზე ზეწოლა მოიხსნა, თუმცა იყო შეფერხებებიც, რამაც გარკვეული ეკონომიკური უკუსვლა გამოწვიაო, და იქვე დასძინა, პრობლემები მალე დაიძლევაო:
„ინვესტიციები გარკვეულწილად შეფერხდა, რამაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეანელა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის დასაძლევად და ჩვენ ვნახეთ, რომ წლის მეორე ნახევარში ამ მცდელობამ, გარკვეულწილად, ეკონომიკური პროცესები, მართლაც, გააჯანსაღა“.
პრეზიდენტის გამოსვლის მეორე ნაწილში საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზეც. მარგველაშვილის სიტყვებით, სტაბილური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება დარღვეული ტერიტორიული და საზოგადოებრივი მთლიანობა:
„ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს ევროპული კურსიდან მიიღონ პირდაპირი სარგებელი. ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო თუ ჰუმანიტარულ პროექტებში“.
პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოს საგარეო კურსზეც და თქვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება. ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა.
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ტრადიციული რამდენიმესაათიანი დებატები მოჰყვა. უმრავლესობამ მარგველაშვილის გამოსვლა დადებითად შეაფასა, უმცირესობას კი კრიტიკის შესაძლებლობა არც ამჯერად გაუშვია ხელიდან. უმცირესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვერ თქვა, თუ რა გააკეთა მან ამ პოსტზე ყოფნის 4 თვის განმავლობაში და რას გეგმავს მომავალში.
ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო ხედვაო, განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, გია ჟორჟოლიანმა, თავისი გამოსვლისას და საზოგადოებას ამ ხედვის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა გამოსვლის დასაწყისში გულგრილობის გამოხატულებად შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილება არ დასწრებოდა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, შემდეგ კი აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტი უკრაინაზე საუბრობს, არ უნდა მოერიდოს რუსეთის ძალადობის ხსენებასო. გაბაშვილის კრიტიკა ხელისუფლების ეკონომიკის პოლიტიკასაც შეეხო:
„ეს არის მთავრობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, ყველაფერი კარგად არისო, ჩვენ მატყუარებსა და დემაგოგებს გვიწოდებდა იმის გამო, რომ ვეუბნებოდით, რომ საქართველოში ბიზნესი მცირდებოდა და საქმე ცუდად მიდიოდა, საქართველოს მთავრობა კი აგვისტოს თვემდე გვარწმუნებდა, რომ ყველაფერი დიდებულად იყო. მხოლოდ სექტემბერში, როცა უკვე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეფერხებულია, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარეს. სწორედ ბიუჯეტის ფლანგვა, ბიუჯეტის ხარჯზე თვითკმაყოფილება და ნეპოტიზმი არის თქვენი მთავარი სტრატეგია“.
გიორგი ბარამიძემ კი დებატებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ საზოგადოების, საკუთარი თავის მოტყუებსაც ცდილობს:
„თქვენ რატომ იტყუებთ თავს და საზოგადოებას რატომ ატყუებთ, რომ რუსეთთან რიტორიკა რომ შეარბილეთ, რუსეთი დარწმუნდება, რომ საქართველოს შესვლა ნატოში კარგია და რუსეთი მწვანე შუქს აუნთებს საქართველოს? ეს ხომ ტყუილია“.
პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი დარჩა ფრაქცია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე, რომელმაც პრეზიდენტს მიმართა წინადადებით დააწესონ იმპორტირებული საკვების ხარისხის კონტროლი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კი მათი ცხრაწლიანი მმართველობის დროს მაშინდელი ხელისუფლების მიერ დატერორებული ბიზნესი შეახსენა. გოგი თოფაძის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო სისტემაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
საქართველოს საგარეო კურსსა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პერპექტივებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა:
„ნატოსთან თანამშრომლობამ დღეს მიაღწია უმაღლეს პიკს, რაც კი ოდესმე საქართველოსა და ნატოს შორის არსებულა. დიდი ბრიტანეთის სამიტის წინ ჩვენ რეალური შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ თვისებრივად ახალ ურთიერთობაზე გადავიდეთ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმები ზუსტად იქნება აღქმული პარტნიორების მიერ და შესაბამისად აღბეჭდილი საბოლოო რეზოლუციაში“.
დებატების დროს უმცირესობის კონკრეტულ ბრალდებებს უმრავლესობის წევრები პასუხობდნენ. ამ ფორმატში პარლამენტში დებატები რამდენიმე საათს გაგრძელდა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და თავად პრეზიდენტის შემაჯამებელი საპასუხო სიტყვით დასრულდა.
21 თებერვალს პარლამენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნაზეც დათანხმდა ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ამ გადაწყვეტილებას მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი 45 წუთიანი გამოსვლა პარლამენტში 21 თებერვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი გამოხმაურებით დაიწყო და თქვა, რომ უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ და გადავიდა ზღვარს, რაც ნებისმიერი ხელისუფალისთვის დაუშვებელია:
„უკრაინის ხელისუფლებას ყველა ღონე უნდა ეხმარა იმისათვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთისათვის“.
შესავლის შემდეგ კი მარგველაშვილმა პარლამენტარებს საკუთარი ხედვა გააცნო, თუ სად დგას დღეს საქართველო და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა მომავალში. მისი სიტყვებით, ქართული სახელმწიფოს შენება ჩვენი კულტურის თვითმყოფადობას უნდა ეფუძნებოდეს, ქართველი კი თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ნაწილიაო, განაცხადა მარგევლაშვილმა.
შემდეგ პრეზიდენტმა, მისი შეფასებით, ის პოზიტიური ცვლილებები მიმოხილა, რომლებიც 2013 წელს სხვადასხვა სფეროში განხორციელდა. ითქვა, რომ მოხდა სახელმწიფო სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, თვისებრივად შეიცვალა ციხეებში პატიმართა მიმართ დამოკიდებულება, შეიცვალა ასევე დამოკიდებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ, 2013 წელს დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები.
ინვესტიციები გარკვეულწილად შეფერხდა, რამაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეანელა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის დასაძლევად...გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტმა პარლამენტარების წინაშე ხელისუფლების სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა. მან თქვა, რომ ხელისუფლება ამ მხრივაც ბევრს ეცადა და ამის დასტურად სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და საყოველთაო დაზღვევავ მოიშველია.
მარგველაშვილი შეეხო ეკონომიკის საკითხსაც. მან თქვა, რომ ბიზნესზე ზეწოლა მოიხსნა, თუმცა იყო შეფერხებებიც, რამაც გარკვეული ეკონომიკური უკუსვლა გამოწვიაო, და იქვე დასძინა, პრობლემები მალე დაიძლევაო:
„ინვესტიციები გარკვეულწილად შეფერხდა, რამაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეანელა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის დასაძლევად და ჩვენ ვნახეთ, რომ წლის მეორე ნახევარში ამ მცდელობამ, გარკვეულწილად, ეკონომიკური პროცესები, მართლაც, გააჯანსაღა“.
პრეზიდენტის გამოსვლის მეორე ნაწილში საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზეც. მარგველაშვილის სიტყვებით, სტაბილური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება დარღვეული ტერიტორიული და საზოგადოებრივი მთლიანობა:
„ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს ევროპული კურსიდან მიიღონ პირდაპირი სარგებელი. ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო თუ ჰუმანიტარულ პროექტებში“.
ეს არის მთავრობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, ყველაფერი კარგად არისო, ჩვენ მატყუარებსა და დემაგოგებს გვიწოდებდა იმის გამო, რომ ვეუბნებოდით, რომ საქართველოში ბიზნესი მცირდებოდა და საქმე ცუდად მიდიოდა, საქართველოს მთავრობა კი აგვისტოს თვემდე გვარწმუნებდა, რომ ყველაფერი დიდებულად იყო...გიორგი გაბაშვილი