პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველო“ განახლების ახალ ეტაპზე გადადის. საგანგებო მიმართვა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს გაავრცელა და პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძესა და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის რეგიონებში პარტიული კონფერენციების ორგანიზება დაავალა. ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ იმ მომხრეებსა და აქტივისტებსაც მიმართა, ვისაც, მისივე თქმით, დღემდე აქვს საკუთარი შრომის დაუფასებლობის განცდა, და წინასაარჩევნოდ მათი დამსახურებების გათვალისწინებას დაჰპირდა.
„პარტია „ქართული ოცნება“ ახალი ძალით იწყებს მუშაობას. ამიტომ პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს მოგიწოდებთ, იაქტიურეთ და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში. ასევე მოვუწოდებ ახალგაზრდობას, შემოგვიერთდით. მე მსურს, თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი სახელმწიფო“.
ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს გააკეთა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის ცნობილია ის განწყობა, რაც რეგიონებში მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს აქვთ - რომ მათ არ დაუფასდათ საარჩევნო პერიოდში პარტიისათვის გაწეული სამსახური. „ქართული ოცნების“ ლიდერი მათ მიმართავს და უხსნის, რომ ამის მიზეზი ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული სირთულეები იყო, რაც უკვე ქვეყანამ უკან მოიტოვა:
„ჩვენ წინ გველის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც თავდაუზოგავად იშრომა და იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩეს“.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მალე რეგიონებში კონფერენციებს ჩაატარებენ და პარტიების ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ:
„არის რაიონები, სადაც პრობლემები არსებობდა, რადგან პარტიული ორგანიზაცია იქ საერთოდ არ გვქონდა. ამიტომ ყველა პიროვნება, რომელიც ჩვენს გვერდით იდგა, ამ პროცესებში მონაწილეობას მიიღებს. სამომავლოდაც, ის ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებში გაჩნდა დასაქმებასთან დაკავშირებით, აღარ იარსებებს და ყველა ადამიანი, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია გააჩნია, იქნება ჩვენს გვერდით“.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ერთგვარ ჩაკეტილ კლუბად ჩამოყალიბდა, რომელსაც ახალი სახეების მიღება უჭირს, რაც ამ პარტიისადმი საზოგადოების უნდობლობას ზრდის. პარტიულ პრობლემებს შორის, ლაგაზიძის აზრით, შეიძლება დასახელდეს რეგიონებში „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის აშკარა დაპირისპირება. და ეს პრობლემები, პოლიტოლოგის შეფასებით, პრემიერის მიმართვიდანაც გამოჩნდა. თავად მიმართვა კი, ლაგაზიძის აზრით, წინასაარჩევნო ნაბიჯიც იყო და პარტიის რეფორმირების აუცილებლობით გამოწვეული ნაბიჯიც:
„ღარიბაშვილის განცხადებას ორი მიზანი ჰქონდა. ერთი, რომ გარშემო შემოიკრიბოს პარტიის განაწყენებული წევრები და დარაზმოს წინასაარჩევნოდ, და, მეორე, რეალურად რეფორმირება სჭირდება ამ პარტიას, რადგან, თუ დავაკვირდებით, ცალკე „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის, რეიტინგი, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, დიდად არ გაუსწრებს კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების რეიტინგებს. ეს პარტია, როგორც მყარი ორგანიზაციული სტრუქტურა, არც არსებობს იმ ქაოსისა და შიდა დაპირისპირებების გამო რეგიონებში. თითქმის ყველგან შეხვდებით სიტუაციას, სადაც, სულ ცოტა, სამი ჯგუფი ებრძვის
ერთმანეთს „ქართული ოცნების“ პარტიის სახელის დასაკუთრებისთვის. ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მათთვის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაინც ვერ მოიძებნა შესაბამისი სამსახურები სახელმწიფო სტრუქტურებში“.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ამ განცხადებას ერთგვარად დაგვიანებულადაც კი მიიჩნევს - განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ის ვერ გახდა კოალიციაში წამყვანი პოლიტიკური ძალა. კაკაჩიას აზრით, „ქართული ოცნების“ მიზანი ახლა პარტიული იდეოლოგიის მკაფიოდ ჩამოყალიბებაცაა.
კაკაჩია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“, როგორც ძლიერი პოლიტიკური პარტიის, ჩამოყალიბების განმსაზღვრელი გახდება ის, ექნება თუ არა მას დამოუკიდებელი ფინანსები და შეძლებს თუ არა ეს პარტია ახალი სახეების მოზიდვას საკუთარ რიგებში.
„პარტია „ქართული ოცნება“ ახალი ძალით იწყებს მუშაობას. ამიტომ პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს მოგიწოდებთ, იაქტიურეთ და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში. ასევე მოვუწოდებ ახალგაზრდობას, შემოგვიერთდით. მე მსურს, თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი სახელმწიფო“.
სამომავლოდაც, ის ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებში გაჩნდა დასაქმებასთან დაკავშირებით, აღარ იარსებებს და ყველა ადამიანი, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია გააჩნია, იქნება ჩვენს გვერდით...კახა კალაძე