ახალი ბინები დევნილებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

18 თებერვალს, თბილისში, ბინები გადაეცა 90 დევნილ ოჯახს. ბინები ფარული კენჭისყრით გაანაწილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ. ამავე უწყებამ ჩაუტარა რემონტი თემქის მე-3 მიკრორაიონში მდებარე ყოფილი სკოლის შენობას, რომელშიც დევნილთა ოჯახები განათავსეს. ათიათასობით დევნილი დღესაც დროებით თავშესაფარში, ხშირად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ხელისუფლების განცხადებით, ბინებით მათი თანდათანობითი დაკმაყოფილების პროცესი გაგრძელდება.