18 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტის მიმართ არსებულ შენიშვნებზე. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება. საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობაში და არაერთი კრიტიკული შენიშვნაც გამოთქვეს.
Your browser doesn’t support HTML5