გასული სამუშაო კვირის დასაწყისში გავრცელდა ცნობა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისათვის 42 კონგრესმენის მიერ წერილის გაგზავნის შესახებ. კონგრესმენები მოითხოვენ, ნატოს მომავალ სამიტზე მონტენეგრო და მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ, საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ კი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღონ. ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა სახელმწიფო მდივნისადმი საქართველოს სერიოზულ მხარდაჭერად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მომავალი სამიტი სწორედ იმ სულისკვეთებით ჩატარდება, რომლითაც კონგრესმენების მიმართვა დაიწერა:
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნატოს 2014 წლის სამიტზე ველოდებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას, მაგრამ არ დაგვიკონკრეტებია ჩვენი მხრიდან, თუ რა შეიძლება იყოს ეს პროგრესი. ჩვენ ამას არც ახლა ვაკონკრეტებთ, მაგრამ ის, რომ ამერიკის კონგრესის ძალიან სოლიდური შემადგენლობა, ძალიან ცნობილი კონგრესმენების სახით, მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატოში, არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და ჩვენ ძალიან ამაყები და კმაყოფილები ვართ, რომ ეს ხდება სწორედ ახლა“.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საქართველოსადმი ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერით კმაყოფილება გამოხატა და, ამავე დროს, გამოთქვა შიში, რომ მათმა წერილმა ნატოს 2014 წლის სამიტის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი არ გააჩინოს:
“ეს მოლოდინები არ არის კარგის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, თითოეულმა ჩვენგანმა, და გვესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობა დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში არის მათი მხრიდან ერთი აგური ნატოში გაწევრიანებისთვის, შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის“.
გასულ კვირაში, 11-12 თებერვალს, საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგა. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი პირველად გაიმართა. თბილისი 2014 წლის ალიანსის უელსის სამიტის წინ კომიტეტის სხდომას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაციას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობდა. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტმა 11 თებერვალს განაცხადა, კომიტეტის შეფასებებს საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება 2014 წლის ნატოს უელსის სამიტის წინ:
”ნატოს სამხედრო კომიტეტი არ არის პოლიტიკური ორგანო - ის არ იღებს გადაწყვეტილებას გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ მათი შეფასება იქნება დიდი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მომდევნო სამიტზე ჩვენთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას”.
ანალიტიკოსების მოლოდინით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, როგორც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მესიჯი, ძალიან გააღიზიანებს რუსეთს, თუმცა ამის მოსალოდნელობა თავისთავად არაფრით ჩრდილავს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვიზიტი პოლიტიკური გარღვევის მომტანი ვერ იქნება, ამ მოვლენას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „მეტად მნიშვნელოვანს“ უწოდებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე:
”ეს არ არის ორდინარული აქცია ნატოსი. ამ ვიზიტით, როდესაც ნატოს ჩამოჰყავს თავისი სამხედრო კომიტეტი საქართველოში, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო ძალიან დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით. ამასთან ერთად, ამას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც - ჩვენს სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ ნატოელ კოლეგებთან იმუშაონ, მათთან გაიარონ კონსულტაციები და ამით კიდევ უფრო ამაღლდეს მათთან თანამშრომლობის ხარისხი”.
ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ 12 თებერვალს თბილისში მყოფმა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალმა კნუდ ბარტელსმა ალიანსის ლიდერების მიერ მრავალჯერ ნათქვამი სიტყვები კიდევ ერთხელ გაიმეორა და საქართველო კვლავ ნატოსთვის მეტად ფასეულ და სანდო პარტნიორად მოიხსენია. ასეთი შეფასება დიდწილად განპირობებულია იმ წვლილით, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და, კერძოდ, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთში.
”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს სანდო სამხედრო პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენი თანამშრომლობა ხასიათდება ღია და გულწრფელი დიალოგით. მადლობას ვუხდით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში და ასევე ნაკისრი ვალდებულებისთვის, შეიტანოს თავისი წვლილი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. მინდა მოვუწოდო ქართველ კოლეგებს კვლავ გააგრძელონ უმაღლესი დონის პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების განსამტკიცებლად“.
ეს არის ფრაგმენტი გენერალ ბარტელსის მისასალმებელი სიტყვიდან, რომლითაც მან 12 თებერვალს სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის მონაწილეებს მიმართა. სხდომაში, რომლის ძირითადი ნაწილი დახურული იყო მედიისთვის, მონაწილეობდნენ: ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, საქართველოში აკრედიტებული ნატოს თავდაცვის ატაშეები, საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ნატოში, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამოიკვეთა საქართველოს შეერთების საკითხი ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებთან. კომიტეტის სხდომის გარდა, ამ საკითხზე 12 თებერვალს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროსაც იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწრაფი რეაგირების ძალებში შეტანილი წვლილით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ”აბსოლუტურად ახალ საფეხურზე” ადის. ზოგადად კი, საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობისა და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მინისტრი მიიჩნევს ერთ-ერთ მთავარ გზად ”სრული ინტეგრაციისთვის ევროპულ ოჯახში“.
გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის იყო კულტურის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. კულტურის მინიტრის გურამ ოდიშარიას მიმართვის საფუძველზე პრემიერ -მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, მარინე მიზანდარი ჯეროვნად ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დაწესებულების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელით ზიანს აყენებდა სამინისტროს რეპუტაციას. ამ ბრძანების გამოცემამდე ერთი დღით ადრე კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ მისი მოადგილე დამოუკიდებლად მოქმედებდა და არ იცავდა სუბორდინაციას. მანამდე კი, 30 იანვარს, მან თავის პირველ მოადგილეს წერილობით საყვედური გამოუცხადა იმის გამო, რომ რამდენიმე დღით ადრე შეუთანხმებლად დანიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის შეკრება, რომელზეც საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილებოდა. მარინე მიზანდარის თქმით, სამსახურიდან მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებული უთანხმოებაა:
„გვქონდა პრინციპული უთანხმოება არაერთ საკითხზე, მაგრამ ყველაზე მწვავე იყო საყდრისის პრობლემა. ჩვენი უწყება ჯეროვნად ვერ იცავს კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებს, რომელსაც საზოგადოების თვალში ხელოვნურად უპირისპირდება ეკონომიკური ინტერესი და მინისტრმა ვერ მოახერხა ამ საკითხის სწორად დაყენება ისე, რომ საზოგადოებისა თუ მინისტრთა კაბინეტისათვის გარკვეული იყოს, რომ ერთმანეთს არ უპირისპირდება ეს ორი ინტერესი და რომ ორივე არის სახელმწიფო ინტერესი და რომ კულტურული მემკვიდრეობა ასევე ნიშნავს, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკური სარგებლის მოტანას“.
კულტურის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი თანამდებობიდან მის გათავისუფლებას, უკანონოდ მიიჩნევს და, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
გასულ კვირაში ხმაური იყო სასჯელაღსრულების გეგუთის მე-4 დაწესებულებაში.
გეგუთის ციხეში ვითარება 10 თებერვლის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ოთხდღიანი შიმშილობის შემდეგ, 800-მდე პატიმრის მოთხოვნა ხელმძღვანელობის გადადგომის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე პატიმარმა ხელები და ფეხები დაისერა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ პატიმრებს თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა, გეგუთის ციხის დაწესებულების ექიმებთან ერთად, ადგილზევე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გეგუთის ციხის პატიმართა პრობლემებს სპეციალური ჯგუფი სწავლობს, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სამი წევრიც შედის. ამავე პრობლემას შეისწავლის ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგიც.
გასულ კვირაში ხმაური იყო თბილისის საკრებულოშიც, სადაც მერიისგან მიღებულ შესწორებულ ბიუჯეტს განიხილავდნენ. ბიუჯეტის პროექტს მხარი არც ამჯერად დაუჭირეს.
თბილისის მთავრობის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 850 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. მხარეთა შორის დავის ძირითად საგნად იქცა პრივატიზაციით დაგეგმილი 65 მილიონი ლარი, რომელიც, უმრავლესობის შეფასებით, დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარით გარღვევას უქადდა. საბოლოოდ, ბიჯეტი კიდევ ერთხელ ჩავარდა.
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ პირველად 2013 წლის 29 დეკემბერს ჩააგდო. მისი მეორედ ჩავარდნის შემდეგ ადგილობრივ მთავრობას თავისი პროექტის გადასარჩენად შანსები კიდევ რჩება, მაგრამ თუ პროექტის დამტკიცება 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ცენტრალურ მთავრობას უფლება ეძლევა დედაქალაქი თავად მართოს.
დაბოლოს, გასულ კვირაში, 12 თებერვალს, ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი - 2014“. 180 ქვეყნისგან შემდგარ სიაში საქართველო 84-ე ადგილზეა (შარშანდელი მე-100 ადგილისგან განსხვავებით).