ავღანეთში საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატები დაიწყო

ქაბულში დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაგეგმილი დებატების ორიდან პირველი რაუნდი, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობენ სახელმწიფო მაუწყებელი და რადიო თავისუფლების ავღანური რედაქცია. შაბათს მიმდინარე დებატებში მონაწილეობას იღებს 11-დან ოთხი კანდიდატი - ისლამისტი ლიდერი, ყუთბუდინ ჰილალი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, აბდულ რაჰიმ ვარდაკი, ყოფილი დეპუტატი დაუდ სულთანზოი და ყოფილი გუბერნატორი, გიულ აღა შერზაი. დებატების მეორე ნაწილი კვირას გაიმართება. არჩევნები 5 აპრილს გაიმართება.