თბილისი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და არ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩანა ახალაია, გამართლებულ იქნა „ციხის ბუნტის“ საქმის ერთ-ერთ, ე.წ. „მამარდაშვილის“ ეპიზოდში. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 ოქტომბერში დაასრულა განხილვა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა და მეგის ქარდავა დამნაშავეებად ცნო დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში. ამასთან, სასამართლომ ახალაია და ქარდავა გაამართლა მეორე დამოუკიდებელ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის უკანონოდ გაყვანას, რაც შეფასებული იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს გადაწყვეტილების სწორედ ეს ნაწილი გაასაჩივრა.