12 თებერვალს, ვიზიტის მეორე დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტმა - ”28+1”-ის ფორმატით - საქართველოში თავისი პირველი გასვლითი სხდომა გამართა. ნატოს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამხედრო მაღალჩინოსნებმა განიხილეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ასევე ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გეგმები. რას სთავაზობს საქართველო ნატოს და რა მიმართულებებით გაღრმავდება ნატოსა და საქართველოს ურთიერთობები?
ნატო საქართველოს მეტად ფასეულ და სანდო პარტნიორად მიიჩნევს - ალიანსის ლიდერების მიერ უწინაც მრავალჯერ ნათქვამი ეს სიტყვები ამჯერად თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალმა კნუდ ბარტელსმა გაიმეორა. ასეთი შეფასება დიდწილად უკავშირდება
წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და, კერძოდ, ISAf-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთში.
”მინდა ხაზგასმით აღვიშნო, რომ ნატო საქართველოს სანდო სამხედრო პარტნიორად მიიჩნევს; ჩვენი თანამშრომლობა ხასიათდება ღია და გულწრფელი დიალოგით. მადლობას ვუხდით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში და ასევე ნაკისრი ვალდებულებისთვის - შეიტანოს თავისი წვლილი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. მინდა მოვუწოდო ქართველ კოლეგებს კვლავ გააგრძელონ უმაღლესი დონის პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების განსამტკიცებლად“.
ეს არის ფრაგმენტი გენერალ ბარტელსის მისასალმებელი სიტყვიდან, რომლითაც მან 12 თებერვალს სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის მონაწილეებს მიმართა. სხდომაში, რომლის ძირითადი ნაწილი დახურული იყო მედიისთვის, მონაწილეობდნენ: ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, საქართველოში აკრედიტებული ნატოს თავდაცვის ატაშეები, საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ნატოში, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები. გენერალ კნუდ ბარტელსის თქმით, ”ნატო მიესალმება საქართველოს სამხედრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, პრაქტიკულ თანამშრომლობასა და ნატოს სამხედრო ძალებთან ურთიერთთავსებადობის მეტად განვითარებას”.
29 დაღუპული და 250-ზე მეტი დაჭრილი - ასეთია საქართველოს სამხედრო კონტინგენტის სამწუხარო სტატისტიკა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მოქმედი სამშვიდობო მისიის ფარგლებში. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო სავსებით აცნობიერებს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს და კვლავაც აპირებს განაგრძოს არჩეული გზა. როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა სამხედრო კომიტეტის სხდომაზე წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში, 2014 წელს 1600 ქართველი სამხედრო მოსამსახურე კვლავ გააგრძელებს ISAF-ის საერთაშორისო მისიის შესრულებას ავღანეთში და ქვეყანა იაქტიურებს ავღანეთის ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების სწავლებისა და წვრთნის მიმართულებით. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გაიმეორა ასევე საქართველოს შეთავაზება, უზრუნველყოს დერეფანი ავღანეთიდან ტვირთების უკუტრანზიტისთვის.
”საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, საქართველოს გავლით სატრანზიტო გზა ნაკლებხარჯიანი და მოკლეა ალიანსისთვის”, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა საქართველოს შეერთების საკითხი ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებთან. კომიტეტის სხდომის გარდა, ამ საკითხზე იმსჯელეს 12 თებერვალს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს. შეხვედრის შემდეგ გენერალ კნუდ ბარტელსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამ ახალი მიზნის სპონსორიც დაასახელა:
”სპონსორი სახელმწიფოც უკვე შეირჩა, საქართველოსთან ერთად, და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მზადყოფნას, ნატოელ სამხედროებთან ერთად, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ და პრევენცია გავუკეთოთ კრიზისებს”.
ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწრაფი რეაგირების ძალებში შეტანილი წვლილით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ”აბსოლუტურად ახალ საფეხურზე” ადის. ზოგადად კი, საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობისა და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მინისტრი მიიჩნევს ერთ-ერთ მთავარ გზად ”სრული ინტეგრაციისთვის ევროპულ ოჯახში”.
ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომელიც 11-12 თებერვალს სტუმრობდა საქართველოს, ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა რეკომენდაციები წარუდგინოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებით. ”ნატოს სამხედრო კომიტეტი არ არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ თბილისი იმედოვნებს, რომ სამხედრო კომიტეტის დადებითი შეფასებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოსთვის სასურველი საფუძვლის შესაქმნელად 2014 წლის ნატოს უელსის სამიტის წინ.
ნატო საქართველოს მეტად ფასეულ და სანდო პარტნიორად მიიჩნევს - ალიანსის ლიდერების მიერ უწინაც მრავალჯერ ნათქვამი ეს სიტყვები ამჯერად თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალმა კნუდ ბარტელსმა გაიმეორა. ასეთი შეფასება დიდწილად უკავშირდება
წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და, კერძოდ, ISAf-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთში.
”მინდა ხაზგასმით აღვიშნო, რომ ნატო საქართველოს სანდო სამხედრო პარტნიორად მიიჩნევს; ჩვენი თანამშრომლობა ხასიათდება ღია და გულწრფელი დიალოგით. მადლობას ვუხდით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში და ასევე ნაკისრი ვალდებულებისთვის - შეიტანოს თავისი წვლილი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. მინდა მოვუწოდო ქართველ კოლეგებს კვლავ გააგრძელონ უმაღლესი დონის პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების განსამტკიცებლად“.
სპონსორი სახელმწიფოც უკვე შეირჩა, საქართველოსთან ერთად, და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მზადყოფნას, ნატოელ სამხედროებთან ერთად, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ და პრევენცია გავუკეთოთ კრიზისებს...ირაკლი ალასანია