პაკისტანში 11 კაცი დაიღუპა კინოთეატრში მომხდარ ტერაქტში

დაახლოებით 10 კაცი დაიღუპა და 25 დაიჭრა პაკისტანის არასტაბილურ ქალაქ ფეშავარში მომხდარი აფეთქების შედეგად. პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით კინოთეატრის დარბაზში ორი ხელყუმბარა აფეთქდა იმ დროს, როდესაც 100-ზე მეტი მაყურებელი ფილმს უყურებდა. ოთხი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. შამას კინოთეატრი, სადაც აფეთქება მოხდა, სარგებლობს რეპუტაციით, რომ მის ერთ-ერთ დარბაზში აუდიტორიას პორნოგრაფიულ ფილმებს უჩვენებენ.