ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. გაეროსა და არაბთა ლიგის შუამავალი ლახდარ ბრაჰიმი მხარეთა დელეგაციებს თავდაპირველად დახურულ კარს მიღმა შეხვდება და შეეცდება შეხვედრათა დღის წესრიგის საკითხების განსაზღვრას. დაპირისპირებულ მხარეთა პირველი შეხვედრა წინა თვეში წარუმატებლად დასრულდა. მთავრ გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს სირიის ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ბაშარ ასადი აღარ უნდა მონაწილეობდეს გარდამავალი მთავრობის მუშაობაში.