ბოსნიაში პოლიციამ რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა დედაქალაქ სარაევოში დემონსტრანტების დასაშლელად. ხოლო ჩრდილოეთ ბოსნიის ქალაქ ტუზლაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ ადგილობრივი მთავრობის შენობაში და მას ცეცხლი წაუკიდეს. გამოსვლები ოთხშაბათს დაიწყო ტუზლაში, ხელფასების დაგვიანებისა და საწარმოების დახურვის გაპროტესტებით. ხუთშაბათს ტუზლაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 104 პოლიციელი. ბოსნიას მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აქვს 1992-95 წლების ომიდან თითქმის 20 წლის შემდეგაც.