სოჭში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი

სოჭში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ "შვეიცარიის სახლში" საქართველოს მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზი" იმოქმედებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის, 7-დან 23 თებერვლის ჩათვლით, სოჭში მივლენილია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსული, რომლის უშუალო კომპეტენციაში შედის სოჭში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესაბამისი დახმარება. ცხელი ხაზის ნომრებია: +7 926 422 96 49, +7 926 326 45 25.