მოლდავეთის ავტონომიური რეგიონმა სადავო რეფერენდუმი ჩაატარა

მოლდავეთის სამხრეთში მდებარე ავტონომიურ რეგიონ გაგაუზიში სადავო რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ საგარეო პოლიტიკაზე რეფერენდუმის ჩატარება კანონსაწინააღმდეგოა. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გაერკვია, რას ანიჭებს უპირატესობას, ევროკავშირთან დაახლოებას თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბაჟო კავშირში შესვლას. მოლდავეთის ავტონომიურ გაგაუზიის რეგიონში 155 ათასი კაცი ცხოვრობს. უმრავლესობას ეთნიკურად თურქი, მაგრამ მართლმადიდებელი სარწმუნოების რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენს. მიუხედავად მოლდავეთის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხზე რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავს, გაგაუზიის ადგილობრივი ხელისუფლებამ რეფერენდუმზე გამოიტანა შეკითხვა: შეუძლია თუ არა ავტონომიას გამოაცხადოს დამოუკიდებლობა იმ შემთხვევაში, თუკი მოლდავეთი დაკარგავს ანდა დათმობს თავის დამოუკიდებლობას, ანდა რომელიმე კავშირში გაწევრიანდება. რეგიონის მმართველმა, მიხაილ ფორმუზალმა, ჩვენს რადიოსთან საუბარში მკაფიოდ აჩვენა, რომ რუსეთთან ინტეგრაციას ემხრობა. გაგაუზელებს აშინებთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას შეიძლება მოდავეთის რუმინეთში გაერთიანება მოჰყვეს. მოლდავეთის მთავრობა შეეცადა ხელი შეეშალა რეფერენდუმისთვის, რომელიც მისი აზრით, ტერიტორული მთლიანობისთვის გამოწვევაა.