საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჩავიდა მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების საერთაშორისო კონფრენცია იმართება, საქართველოს საზოგადებრივი მაუწყებლის თანახმად, კომენტარი გააკეთა ორი დღის წინ ინტერნეტით და საქართველოს მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით: "მე, საერთოდ, პოლიტიკაში, ძალიან გთხოვთ ნუ ჩამრევთ. მე გითხარით რისთვის ვარ აქ და საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისათვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. დღეს რაც ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია",- განუცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიუნხენის კონფერენციაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს საქართველოდან. საუბარია „მუხროვნის ამბოხთად“ წოდებული მოვლენის შესახებ ვიდეომასალაზე.