ჯონ კერიმ მიუნხენში უკრაინის ოპოზიციას აშშ-ის და ევროკავშირის სოლიდარობა აღუთქვა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფრენციაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხალხი მოწადინებულია დემოკრატიისთვის საბრძოლველად. მისი თქმით, უკრაინელთა უმრავლესობას სურს თავისუფლად იცხოვროს უსაფრთხო და აყვავებულ ქვეყანაში. კერის თანახმად, უკრაინელები იბრძვიან უფლებისთვის, შეუკავშირდნენ იმ პარტნიორს, ვინც მათ თავიანთი მისწრაფებების აღსრულებაში დაეხმარება. მათ, იძულების გარეშე გადაწყვიტეს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომ მათი მომავალი, მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა უკავშირდებოდეს. კერიმ დასძინა ნათქვამს, რომ აშშ და ევროკავშირი უკრაინის ხალხთან დგანან მათი უფლების, თვითონ მიიღონ საკუთარი გადაწყვეტლება, განხორციელებაში. კერის თანახმად, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა ევროპული ინტეგრაცია არ უნდა განიხილონ როგორც უნაშთო თამაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენცია კვირასაც გაგრძელდება. მასზე განხილულ მთავარ თემებს შორის არის სირიის საკითხი, უკრაინის კრიზისი, ასევე ირანის ბირთვული პროგრამა და აშშ-ის დაზვერვის უწყების მიერ თვალთვალი.