რომის პაპმა უკრაინა ლოცვაში მოიხსენა

რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს „კონსტრუქციული დიალოგისა“ და ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. „მე ჩემს ლოცვებში მოვიხსენებ უკრაინას და განსაკუთრებით იმათ, ვინც ამ დღეებში საკუთარი სიცოცხლე შესწირა და მათ ოჯახებს“, -განაცხადა პონტიფიკმა. უკრაინაში გასულ კვირაში გრუშევსკის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებში სამი აქტივისტი დაიღუპა.