საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება მის მიერ წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის საფლავისკენ მოქალაქეთა მასობრივად მსვლელობის გამო. განცხადებაში ვკითხულობთ: "ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ის, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველებს 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც და მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის, რომ ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან სრულდება არა ნებისმიერი ნატვრა, არამედ უფლის ნება და თხოვნა, რაც ღვთის სათნოა“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.