საქართველოში დღეს 80-ზე მეტი პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს

დღის ბოლომდე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 80-ზე მეტი პატიმარი. მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება საახალწლო დღესასწაულის გამო მიიღო მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების კომისიამ, რომელმაც 800-მდე განცხადებიდან მხოლოდ 86 დააკმაყოფილა.