დავით უსუფაშვილმა ისაუბრა ოთარ ფარცხალაძის ნასამართლობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ოთარ ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო მთავარ პროკურორად ალბათ, არ დანიშნავდა. ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს არ დაითხოვდა. „თუ დავნიშნეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის იმ დონის მორალური პრობლემა, მაშინ ამ მიზეზით თანამდებობიდან მისი გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.