ვოლგოგრადში დღეს დილით მომხდარმა აფეთქებამ 14 ადამიანი დახოცა

14 ადამიანი დაიხოცა და 23 დაშავდა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, ვოლგოგრადში დღეს დილით, ტროლეიბუსში მომხდარი აფეთქების შედეგად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის შემადგენლობის შედარების შედეგად დადგინდა, რომ ეს აფეთქება და გუშინ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტერაქტი ერთდროულად იგეგმებოდა. როგორც საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის თქმით, შესაძლებელია, რომ ბომბები ერთსა და იგივე ადგილზე დამზადდა. გუშინდელი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიხოცა.