დაღესტანში მოკლეს უმაროვის ჯგუფის წევრი

რუსეთის ანტიტერორისტული სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის, დოკუ უმაროვის ჯგუფის წევრი მოკლეს დაღესტნის ხასავიურტის რაიონში. კომიტეტის თანახმად, უშიშროების ძალებმა საგანგებო ოპერაცია განახორციელეს სოფელ პეტროვსკში, სადაც ისლამ ატიევი იმალებოდა. ატიევსა და მოიერიშე ჯგუფს შორის სროლა იყო. არაა ცნობილი, ატიევმა თავი აიფეთქა, როცა ტყვია-წამალი გაუთავდა, თუ მოკლეს. ის 23 წლისა იყო, უმაროვის რაზმში ირიცხებოდა 2008 წლიდან. კომიტეტის ინფორმაციით, ის უშიშროების ძალებთან არაერთი შეტაკების მონაწილე იყო.