ლიბიის ხელისუფლებამ ხანმოკლე დაკავების შემდეგ გათავისუფლა აშშ-ის სამხედროები

ლიბიის ხელისუფლებამ გაათავისუფლა მის მიერ მცირე ხნით დაკავებული აშშ-ის ოთხი სამხედრო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯენ პსაკის თქმით, ამერიკის მთავრობა ცდილობს გაერკვეს მომხდარში. აშშ-ის ოთხი მოაქალაქე საბრატასთან დააკავეს. "ბი-ბი-სი-ს" ცნობით, ისინი გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და დააკავეს, როცა ისი მგზავრობდნენ ავტომანქანებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისინი ამერიკელი მოქალაქეების საევაკუაციო გზებს ამოწმებდნენ. შარშან ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, როცა, ოთხ დიპლომატთან ერთად, ამერიკის ელჩი მოკლეს, ვაშინგტონმა თავისი, ლიბიაში მომუშავე დიპლომატების უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.