ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ პატიმრობიდან გათავისუფლებული წევრები - ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა და მარია ალიოხინა სამშაბათს ციმბირის ქალაქ კრასნოიარკში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ 2012 წელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ორშაბათს კი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ტოლოკონნიკოვას მეუღლემ პიოტრ ვერზილოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტოლოკონნიკოვა და ალიოხინა 26 დეკემბერს მოსკოვში ჩასვლას, 27-ში კი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.