ერაყში მომხდარ თავდასხმებში 17 კაცი დაიღუპა

ერაყის მასშტაბით ორშაბათს მომხდარ ძალადობაში 17 კაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ყუმბარსატყორცნიდან ქალაქ აბუ ღრაიბში მდებარე სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ოთხი ოფიცერი დაიღუპა. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარმა აფეთქებებმა კი სულ მცირე ცხრა კაცი იმსხვერპლა. გუშინ აშშ-მა მოუწოდა რეგიონის ქვეყნებს, რათა გადამჭრელი ზომები მიიღონ ორი ჯიჰადისტური დაჯგუფების - „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ ნუსრას ფრონტის“ დაფინანსების შესაწყვეტად.