ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა სერბიისა და ხორვატიის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიაში

ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა სერბიისა და ხორვატიის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიაში. დაზარალებულები, რომელთაგან ზოგიერთი სერიოზულად დაშავდა, საავადმყოფოებში მოათავსეს. როგორც სერბიის პოლიცია იტყობინება, კვირას დილით მომხდარ ავარიაში 30-მდე ავტომობილი შეეტაკა ერთმანეთს. ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, ბელგრადიდან 35 კილომეტრზე.