სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი მეორედ აღადგინა თანამდებობაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სასამართლომ წელს უკვე მეორედ აღადგინა სამეურვეო საბჭოს მიერ დათხოვნილი გიორგი ბარათაშვილი. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით, რამდენიმე თვის წინ მან ბათილად ცნო სამეურვეო საბჭოს მიერ 2013 წლის 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობიდან ბარათაშვილის გათავისუფლების შესახებ და შესაბამისად, 2013 წლის 30 აგვისტოს საბჭო არ იყო უფლებამოსილი დაესვა უნდობლობის ხელმეორედ გამოცხადების საკითხი, რადგან კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის ამოწურვას ხუთი დღე აკლდა.