ძველი თბილისის ყოფილი მაღალჩინოსნები გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-400 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლა ორი დღის წინ დაკავებული, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი, ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე, კობა ხარშილაძე. ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ედებათ.