ევროკავშირის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვიტა მომავალი წლის იანვარში დაიწყოს სერბიასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის მინისტრებმა „აღიარეს რეფორმები და კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობები“. ფიულე აზუსტებს, რომ მოლაპარაკებები 21 იანვარს დაიწყება. ევროკავშირის მინისტრთა საბჭო 17 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბა.