პაკისტანში მოკლეს, სულ ცოტა, სამი ადამიანი პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამის განახლების შემდეგ. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ორი პოლიციელი, რომელსაც ევალებოდა პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე პირების დაცვა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში. ინციდენტი პარასკევს მოხდა ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. ამ ინფორმაციით, თავდასხმელებმა გაქცევა შეძლეს. იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. მეორე ინციდენტიც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოხდა - დაუდგენელმა პირებმა შინ მოკლეს პოლიმიელიტის ვაქცინაციის პროგრამის თანამშრომელი. პაკისტანში ექსტრემისტები დასავლეთს ადანაშაულებენ ვაქცინაციის პროგრამების ჯაშუშობისათვის და მუსლიმი ბავშვების სტერილიზაციისათვის გამოყენებაში.