პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ჯარისკაცი

პაკისტანელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე სამხედრო ავტოკოლონის აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. დაიჭრა ხუთი ჯარისკაცი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ აქამდე ხელისუფლება პაკისტანელ თალიბებს ადანაშაულებდა ხოლმე ასეთი თავდასხმების მოწყობაში. ჩრდილოთი ვაზირისტანი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია პაკისტანელი თალიბებისათვის.