დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელში გაამჟღავნებს ლონდონის სურვილს, შეცვალოს წესი ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების შესახებ. პირველი იანვრიდან ევროკავშირში მოიხსნება შეზღუდვები რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეების გადაადგილებაზე. როგორც რამდენიმე ხნით ადრე მეი აცხადებდა, შეზღუდვების მოხსნა დაუშვებელია, რადგან ის ხელს შეუწყობს მასობრივ მიგრაციას. ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინსიტრები ერთმანეთს ხუთშაბათს ბრიუსელის სამიტზე შეხვდებიან.