კაიროში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის

დღეს კაიროში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის. დემონსტრაცია მიმართული იყო მასობრივი აქციების ჩატარების შესახებ ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული დაპატიმრებების სერიის წინააღმდეგ. იუწყებიან, რომ უშიშროების ძალებმა გამოიყენეს ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი, რათა გაეფანტათ დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციას ქვებს ესროდნენ. როგორც ასოშიეიტედ პრესი იტყობინება ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით, რაიონში, რომელშიც შეტაკებები მოხდა, შეწყვეტილია ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა მაღაზიები. ეგვიპტის ხელისუფლების მიერ ერთი კვირის წინ მიღებულმა კანონმა, რომელიც დემონსტრაციების ჩატარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, ეგვიპტელი აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია.