სირიელი აქტივისტების ცნობებით, დამასკის აღმოსავლეთით, მთავრობის არმიასა და მეამბოხეთა რაზმებს შორის ბრძოლას ემსხვერპლა 160-ზე მეტი ადამიანი. ღუთას არეალში შეტაკებები წუხელ მოხდა. მეთვალყურეთა ინფორმაციით, მეამბოხეთა მხარეს იბრძოდნენ უცხოელი ჯიჰადისტები, ალ ყაიდის მიმართ ლოიალური ძალები, ხოლო მთავრობის ჯარს ეხმარებოდნენ ჰიზბალას მებრძოლები.