მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში, რათა უარი ეთქვათ მათი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. შეხვედრაში, რომელიც კომპარტიის მიერ იყო ორგანიზებული, მონაწილეობდნენ ძირითადად ასაკოვანი პირები, რომლებიც ანტისამთავრობო, პრორუსულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. მოლდაველი კომუნისტების ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ვორონინმა, მიტინგზე განაცხადა, რომ მოლდავეთს შესწევს უნარი დამოუკიდებლად ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული სტანდარტების თავზე მოხვევის გარეშე. მოლდავეთთან და საქართველოსთან ევროპის უკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება მოხდება ვილნიუსში ერთ კვირაში.