რიგაში შენობის ნანგრევებში შეაჩერეს სამძებრო სამუშაოები სახურავი განმეორებით ჩამოშლის გამო

რიგაში დანგრეული სუპერმარკეტის სახურავი განმეორებით ჩამოიშალა. ნააგრევებში მანამდე შეწყვიტეს სამძებრო სამუშაოები, რადგან იყო საფრთხე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, დაიგა ჰოლმამ უთხრა ჟურნალისტებს, არ არის გაწმენდილი ნანგრევების 300 კვადრატული მეტრი. ბოლო მონაცემებით, დახოცილთა რიცხვი 53-ს აღწევს. დაშავებულთაგან 29 მძიმე მგომარეობაშია. სავარაუდოდ, 10 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებს შორის. ბალტიისპირეთის სამივე ექვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. რიგაში მდებარე, 2011 წელს აშენებული სუპერმარკეტის სახურავი ხუთშაბათს ჩამოინგრა.