საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა

საქართველოს პარლამენტმა 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შინაგან საქმეთა მინისტრი კი ალექსანდრე ჭიკაიძე გახდება. დანარჩენი მინისტრები პოსტებზე უცვლელად რჩებიან. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამა წარმოადგინა 30-წუთიან სიტყვაში სახელწოდებით „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“.