ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ვიეტნამის ცენტრალურ რაიონში 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 უკვალოდ დაკარგულად ითვლება. დაიტბორა დაახლოებით 100 ათასი სახლი, შეფერხებულია საავტომობილო, სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლა. ათეულ ათასობით ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.