სააკაშვილმა თბილისის მერი აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერი გიგი უგულავა დავით აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გიგი უგულავას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ეს პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული ბოლო ჯილდოა. „დავით აღმაშენებლის ორდენი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის უდიდესი სტიმულია, რათა მეტი შემართებით გავაგრძელოთ შრომა ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის", - ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში.