ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მასზე არ მოუხდენია განსაკუთრებული შთაბეჭდილება ცნობას იმის შესახებ, რომ ირანმა შეაჩერა ბირთვული პროგრამის გაფართოება. ამის შესახებ მან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის კომენტირებისას გაანცხადა. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტის პოსტი ჰასან როჰანიმ დაიკავა, ირანმა შეაჩერა ურანის გამდიდრების პროგრამა. ნეთანიაჰუს სიტყვებით, ირანს უკვე საკმარისი შესაძლებლობა და აღჭურვილობა აქვს იმისათვის, რომ შექმნას ატომური ბომბი.