ჩეხეთის რესპუბლიკის ინვალიდთა დამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მილოშ ზემანს, ბოდიში მოიხადოს ნათქვამისათვის, რომ არ შეუძლია პრემიერ-მინისტრის დასახელება სანამ ინვალიდის ეტლში ზის. ჩეხეთის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა კავშირმა განაცხადა, რომ ეს ნათქვამი არ შეეფერება პრეზიზიდენტს და ამით მან შეურაცხჰყო ინვალიდები. გასულ თვეში ზემანმა მუხლი დაიზიანა და ინვალიდის ეტლით მოძრაობს. როცა ჟურნალიესტებმა ჰკითხეს, დაასახელებს თუ არა სოციალ-დემოკრატების ლიდერს ბოჰუსლავ სობოტკას პრემიერად, ზემანმა უპასუხა, რომ ეს საკმაოდ ღირსეული საქმეა და ამას ინვალიდის ეტლიდან ვერ გავაკეთებო.