რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთის ელჩი დაიბარა ვარშავაში არეულობის გამო

რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთის ელჩი დაიბარა ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით. გუშინ ვარშავაში გაიმართა ნაციონალი რადიკალების პარტიის 50 000-კაციანი დემონსტრაცია პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, მსვლელობის დროს მოხდა პოლიციელებთან შეტაკება. აქციის მონაწილეებმა დაწვეს რუსეთის დროშა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციელის ჯიხურს რუსეთის საელჩოსთან, ხოლო საელჩოს ტერიტორიას პეტარდები ესროლეს. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი, დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე. ვარშავის მერიამ დაგმო ძალადობა. იუწყებიან აგრეთვე, რომ წუხელ რუსეთის პოლიციამ გააძლიერა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს დაცვა.