გონიოს მოსახლეობა ბორდელების დახურვას მოითხოვს

აჭარის, გონიოს მოსახლეობის ნაწილი დასახლების ცენტრში შეიკრიბა და ხელისუფლებისაგან ბორდელების დახურვა მოითხოვა. მათი განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გონიოს ტერიტორიას პროსტიტუციისთვის იყენებენ, რაც ადგილობრივი მოზარდებისთვის ცუდი მაგალითია. გონიოში მცხოვრები ჯუმბერ ჯაიანი განმარტავს, რომ გასულ წელთან შედარებით ბორდელების რიცხვი შემცირდა, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა. გონიოელებმა ბორდელების გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გასულ წელსაც გამართეს.