ბაჩანა ახალიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო იწყება

სააპელაციო სასამართლოში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას საქმეზე დასკვნითი პროცესი ორშაბათს გაიმართება. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი“ იუწყება ხვალ კი მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. პროკურატურამ ახალაიას მიმართ სამხედროების წამების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა. პროკურატურის საჩივრის განხილვა მეორე ინსტანციის სასამართლომ 1-ელ ნოემბერს დაიწყო. ახალაიას ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით. სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პირველ აგვისტოს გამოაცხადა. ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული შვიდი პირიც უდანაშაულოდ სცნო.