პაკისტანის თალიბანმა ახალი ლიდერი აირჩია

პაკისტანის თალიბანმა მოლა ფაზლულა აირჩია ახალ ლიდერად მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად დაიღუპა წინა ლიდერი, ჰაკიმულა მეჰსუდი. მოლა ფაზლულა ხელმძღვანელობს თალიბანს პაკისტანში მდებარე სვატის ველზე და მიჩნეულია პირად, რომელმაც გასცა მალალა იუსაფზაის მოკვლის ბრძანება. მალალას - 16 წლის აქტივისტს, რომელიც გოგონების განათლების უფლებას იცავს - შარშან თავში ესროლეს სკოლის გზაზე.