ტაჯიკეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც ისევ მოქმედი პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის გამარჯვებას მოელიან. რაჰმონი 20 წელიზადზე მეტია, დგას ხელისუფლების სათავეში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრაში ელექტორატის 80%-ზე მეტი მონაწილეობდა. ცნობების თანახმად, დარღვევები აღირიცხა საარჩევნო უბნების ნაწილში. ჩვენი რადიოს ტაჯიკური სამსახურის ცნობით, მაგალითად, სამხრეთში მდებარე ვაჰდათის რაიონში ზოგმა მოქალაქემ საარჩევნო ყუთში ერთის ნაცვლად რამდენიმე ბიულეტენი ჩააგდო, რაც საარჩევნო კომისიის წევრებს არ გაუპროტესტებიათ. საარჩევნო პროცესს მეთვალსურეობას უწევენ ეუოთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და ტაჯიკეთის მმართველი ძალის მხარდამჭერი პარტიების წარმომადგენლები.