დაღესტანში მოსამართლე მოკლეს

დაღესტანში მოკლეს მოსამართლე ზაინუდინ მადანოვი. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ცნობით, მადანოვი მუშაობდა მახაჩყალის ლენინის რაიონის ფედერალურ სასამართლოში. სამართალდამცველთა მონაცემებით, მადანოვს ორშაბათს საღამოს მახაჩყალის ცენტრში ესროლეს დაუდგენელმა პირებმა. მიმდინარეობს გამოძიება.