სირიის მოწესრიგების საკითხებისადმი მიძღვნილი სამშვიდობო კონფერენცია „ჟენევა 2“ ვერ გაიმართება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ამის თაობაზე გაეროს და არაბთა ლიგის საგანგებო წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმი პარასკევს, დამასკში გამართული ხუთდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. სირიის ოპოზიციური დაჯგუფებებს შორის არსებობს უთანხმოება ჟენევის კონფერენციაში მონაწილეობის თაობაზე, რასაც მხარს უჭერენ აშშ-ი და რუსეთი. სირიის მთავარი ოპოზიციური გაერთიანება - ეროვნული კოალიცია მომავალ კვირაში გეგმას კონსულტაციების გამართვას თურქეთში, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ჟენევაში მონაწილეობაზე.